Get All Access for $5/mo

ბათუმის ბიზნესფორუმი და ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მიმდინარე წლის 8-13 დეკემბერს, კომპანია IBCCS Georgia-სა და საქართველო-კვიპროსის ბიზნესკლუბის ორგანიზებით, საქართველოს ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა. შეხვედრები და ბიზნესტური დაგეგმილია ბათუმში, თბილისსა და გუდაურში.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება აჭარის ბიზნესფორუმი - „საგადასახადო უპირატესობები და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში", რომელიც 10 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში" ჩატარდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.
აღნიშნული კონფერენციის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვნება ჩვენს ქვეყანაში და ხელი შეუწყოს ქართული თუ უცხოური ბიზნესწრეების წარმომადგენელებს შორის მყარი საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას.

ღონისძიებას დაესწრებიან:
• საინვესტიციო ჯგუფები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პოლონეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან და სხვა;
• კომპანიები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ლოჯისტიკის, მსუბუქი მრეწველობის, გემთმშენებლობის სექტორებიდან;
• უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებული ჯგუფები;

ფორუმზე მოწვეულნი არიან საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

დელეგაციის ვიზიტზე დეტალების გასაცნობად და მონაწილეობისათვის, ესტუმრეთ ვებგვერდს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და დამსწრეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიებაზე ზედმიწევნით იქნება დაცული კოვიდ-რეგულაციები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?